უკრაინა წითელ ჯვარს მოუწოდებს, რუსი სამხედროების ცხედრები გაიტანოს

საქართველო, თბილისი - 14:30 | 26.02.2022
ნანახია: 295

უკრაინის ხელისუფლებამ „წითელ ჯვარს“ მიმართა რუსეთში რუსი სამხედროების ცხედრების დაბრუნებაში დახმარება გაწიოს. ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშუკმა განაცხადა. მან აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლება თავის მოქალაქეებს უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსი სამხედროების დაღუპვის შესახებ ინფორმაციას უმალავს.

„ვთხოვთ საერთაშორისო წითელ ჯვარს, დახმარება გაწიოს რუსეთის ფედერაციაში რუსი ჯარისკაცების ცხედრების გადატანასთან დაკავშირებით. ეს არის ათასობით ოკუპანტის ცხედარი. ეს ჰუმანიტარული საჭიროებაა და გთხოვთ, გააკეთოთ ისე, რომ რუსი ოკუპანტების ცხედრებმა დატოვონ უკრაინის ტერიტორია და დაბრუნდნენ რუსეთის ფედერაციაში. რუსეთში უნდა იცოდნენ, რამდენი ცხედარია და რამდენი ოკუპანტი წევს დღეს უკარიანის მიწაზე“. - განაცხადა ვერეშუკმა.

ამასთან, მინისტრმა რუსებს მოუწოდა: „გააკეთეთ ისე, რომ თქვენი შვილების, ქმრების ცხედრები იყოს ნაკლები. სხვა შემთხვევაში იქნება ათასობით“.უკრაინის თავდაცვის

სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისათვის დაღუპული რუსი სამხედროების რიცხვი 3 500-მდეა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე