კიევში მეტროს მუშაობა გაჩერდა და ადამიანებისთვის თავშესაფრად გამოიყენება

საქართველო, თბილისი - 14:11 | 26.02.2022
ნანახია: 259

კიევში მეტრომ მუშაობა შეაჩერა და ახლა ის ადამიანებისთვის თავშესაფრად გამოიყენება. ინფორმაციას ქალაქის მერი ვიტალი კლიჩკო ავრცელებს.

"მეტრო თავშესაფრის რეჟიმზე გადავიდა და ის ტრასპორტირებას წყვეტს", - წერს ქალაქის მერი.

ვიტალი კლიჩკო კიევის მაცხოვრებელებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ სახლიდან გასვლისგან. მისი თქმით, სახლის დატოვება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება აუცილებელი, თუ თავშესაფარში გადასვლის ბრძანება გაიცემა.

მანამდე კლიჩკომ დაწერა, რომ მტერი კიევში შეჭრას ცდილობდა, თუმცა გაანეიტრალეს. მისი განმარტებით, კიევში ახლა დივერსიული ჯგუფები მოქმედებენ.

„ყველა კრიტიკული ინფრასტრუქტურული ობიექტი მუშაობს. საზოგადოებრივი ტრანსპორტი საკმარისად მოძრაობს ქალაქის კრიტიკული ინფრასტრუქტურის თანამშრომლების გადასაყვანად, მეტროსადგურები კი მოსახლეობის დასაცავად ხელმისაწვდომი რჩება," - განაცხადა კლიჩკომ.

რუსული აგრესის შედეგად 200-მდე უკრაინელი დაიღუპა, მათ შორის 3 ბავშვია. თავდაპირველად, ეს ინფორმაცია უკრაინულმა მედიამ უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი ვიქტორ ლიაშკოზე დაყრდნობით გაავრცელა. ლიაშკოს განცხადებით, დაშავებულია 1 115 ადამიანი, მათ შორის 33 ბავშვი.

კლიჩკოს განცხადებით, კიევში ამ დროისთვის, რუსი სამხედროები მნიშვნელოვნად არ არიან წარმოდგენილნი, მაგრამ შიშობენ, რომ დივერსიული ჯგუფები შესაძლოა მოქმედებდნენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე