ჩეხეთი უკრაინას 8,57 მლნ დოლარის შეიარაღებასა და საბრძოლო მასალას უგზავნის

საქართველო, თბილისი - 13:58 | 26.02.2022
ნანახია: 250

ჩეხეთი უკრაინას 8,57 მლნ დოლარის შეიარაღებასა და საბრძოლო მასალას უგზავნის.

ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ჩეხეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.  

ტვირთი, რომელიც შეიცავს ტყვიამფრქვევებს, ავტომატებსა და სხვა შეიარაღებას, უკრაინის მიერ შერჩეულ ტერიტორიაზე ჩავა.

 „ჩვენი დახმარება ამით არ მთავრდება!“ - აღნიშნავენ უწყებაში.

ასევე ნიდერლანდების მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინაში Stinger-ის 200 საზენიტო რაკეტების გაგზავნის შესახებ.

 25 თებერვალს, უკრაინაში საბრძოლო მასალით დატვირთული კოლონა პოლონეთიდანაც ჩავიდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე