კვიპროსმა დაადასტურა, რომ რუსეთის SWIFT-დან გათიშვის წინადადებას არ დაბლოკავს - დმიტრო კულება

საქართველო, თბილისი - 13:32 | 26.02.2022
ნანახია: 281

საფრანგეთის და იტალიის შემდეგ, რუსეთის SWIFT-დან გარიცხვას კვიპროსიც დათანხმდა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ დაწერა.

"კვიპროსმა დაადასტურა, რომ რუსეთის SWIFT-დან გათიშვის წინადადებას არ დაბლოკავს. უკრაინელი დიპლომატები 24/7-ზე მუშაობენ, რათა მიაღწიონ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და დაიცვან უკრაინა რუსი ოკუპანტებისგან", - წერს კულება.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ იტალია და საფრანგეთი არ შეეწინააღმდეგებიან რუსეთის SWIFT-დან გარიცხვას. ამ დროისთვის, ბუნდოვანი რჩება გერმანიის პოზიცია, რომელიც ბოლო დრომდე ამ ნაბიჯის წინააღმდეგ გამოდიოდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე