მოლდოვამ Sputnik-ის ვებგვერდი დაბლოკა

საქართველო, თბილისი - 13:15 | 26.02.2022
ნანახია: 241

26 თებერვალს, მოლდოვამ "საგანგებო მდგომარეობის პირობებში სიძულვილისა და ომის წაქეზების" გამო, ორი ონლაინგამოცემა sputnik.md და gagauznews.md დაბლოკა. გადაწყვეტილება მოლდოვის ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახურმა მიიღო.

გადაწყვეტილების თანახმად, მომხმარებლებს ამ საიტებზე წვდომა დაუყოვნებლივ უნდა შეეზღუდოთ.

ამავდროულად, 7 მარტიდან გაითიშება Sputniki-ის რადიომაუწყებლობა.

მანამდე, 22 თებერვალს მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ მედიის წარმომადგენლებს ბრიფინგიდან მიმართა და მოუწოდა, იმუშაონ პასუხისმგებლობით აღსავსე გრძნობით, რათა არ გაავრცელონ პროპაგანდა და არ დათესონ შუღლი, უკრაინაში ომისა და რეგიონში დაძაბულობის პირობებში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე