ბულგარეთმა რუსული თვითმფრინავებისათვის საჰაერო სივრცე დახურა

საქართველო, თბილისი - 12:54 | 26.02.2022
ნანახია: 252

ბულგარეთმა 26 თებერვლიდან რუსული თვითმფრინავებისათვის საჰაერო სივრცე დახურა. Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ბულგარეთის ტრანსპორტის მინისტრმა განაცხადა.

როგორც უწყებაში განაცხადეს, შესაბამისი გადაწყვეტილება უკრაინის მხარდაჭერის ნიშნად მიიღეს. მანამდე, რუსულ თვითმფრინავებ სფრენა პოლონეთმა და ჩეხეთმა აუკრძალეს.

რუსულმა ავიაკომპანია S7-მა უკვე გააუქმა ყველა რეისი ევროპაში 26 თებერვლიდან 13 მარტამდე.

პირველად რუსებისთვის საჰაერო სივრცე დიდმა ბრიტანეთმა დახურა. ბრიტანეთის სანქციათა ახალ პაკეტში მოხვდა რუსული ავიაკომპანია „აეროფლოტი“. ანალოგიური გადაწყვეტილებისთვის ემზადება ევროკავშირიც.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე