აქ ვარ, არანაირ იარაღს არ დავყრით, დავიცავთ ჩვენს სახელმწიფოს [ვიდეო] - ვოლოდიმირ ზელენსკი

საქართველო, თბილისი - 11:12 | 26.02.2022
ნანახია: 266

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახალი ვიდეომიმართვა ჩაწერა პრეზიდენტის ოფისის გვერდით და განაცხადა, რომ იმყიფება სამუშაო ადგილზე. მან მოსახლოებას მოუწოდა არ დაუჯეროს ყალნ ინფორმაციებს იმის შესახებ, რომ თითქოს უკრაინამ იარაღი დაყარა და კაპიტულაცია გამოაცხადა.

„დილა მშვიდობის! ვრცელდება ძალიან ბევრი დეზინფორმაცია, თითქოს ჯარს იარაღის დაყრისკენ მოვუწოდებ და ევაკუაციას ვაპირებ. მოკლედ, ასე: მე აქ ვარ, არანაირ იარაღს ჩვენ არ ვყრით! დავიცავთ ჩვენს ქვეყანას, იმიტომ რომ ჩვენი იარაღი ჩვენი სიმართლეა. ეს ჩვენი მიწაა, ჩვენი სამშობლო, ჩვენი შვილები და ამ ყველაფერს ჩვენ დავიცავთ. დიდება უკრაინას“, - განაცხადა მან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე