კანადა სანქციებს უწესებს პუტინს და რუსეთის SWIFT-იდან გარიცხვას ითხოვს

საქართველო, თბილისი - 10:55 | 26.02.2022
ნანახია: 267

კანადამ უკრაინის მხარდამჭერი ღონისძიებათა პაკეტი მიიღო. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო „ფეისბუქზე“ წერს.

 "კანადა უმკაცრეს სანქციებს დაუწესებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, მისი ადმინისტრაციის უფროსსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, ადამიანებს, რომლებსაც ეკისრებათ უდიდესი პასუხისმგებლობა უკრაინაში მომხდარ სიკვდილსა და ნგრევაზე, - წერს ტრუდო.

მისი თქმით, სანქციები დაუწესდებათ ბელარუსის ლიდერებსაც უკრაინაში პუტინის შეჭრისთვის ხელშეწყობის გამო.

ამასთან, კანადა ითხოვს რუსეთის გარიცხვას საერთაშორისო საბანკო სისტემა SWIFT-დან.

„ეს შეესაბამება ჩვენს ვალდებულებას, დავაკისროთ დიდი ხარჯები რუსეთს, რაც კიდევ უფრო გაურთულებს პრეზიდენტ პუტინს თავისი სისასტიკის დაფინანსებას“, – წერს ტრუდო.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე