აშშ-მა ზელენსკის კიევიდან ევაკუაცია შესთავაზა, მაგრამ უკრაინის პრეზიდენტმა უარი განაცხადა

საქართველო, თბილისი - 10:24 | 26.02.2022
ნანახია: 351

შეერთებული შტატების ხელისუფლებამ საჭიროების შემთხვევაში ვოლოდიმირ ზელენსკის კიევიდან ევაკუაცია შესთავაზა, თუმცა უკრაინის პრეზიდენტმა უარი განაცხადა. იუწყება The Washington Post-ი წყაროზე დაყრდნობით.

გამოცემის ინფორმაციით, „აშშ მზად არის დაეხმაროს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კიევის დატოვებაში, რათა არ მოხდეს მისი ტყედ აყვანა ან ლიკვიდაცია რუსი სამხედროების მიერ, მაგრამ პრეზიდენტი უარს აცხადებს“.

გუშინ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მტერმა ის ნომერ პირველ სამიზნედ დაასახელა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე