ანატოლი ბიბილოვმა „საქართველოს მხრიდან ყველა შესაძლო პროვოკაციაზე რეაგირებისთვის“ მზადყოფნა გამოაცხადა

საქართველო, თბილისი - 15:22 | 24.02.2022
ნანახია: 767

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა მოიწვია ე.წ. უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა, რომელზეც განაცხადა, „საქართველოს მხრიდან ყველა შესაძლო პროვოკაციაზე რეაგირებისთვის“ მზად უნდა იყონ.

მისი თქმით, უკრაინაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე და ასევე, „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის მოკავშირეობის და ინტეგრაციის ხელშეკრულების“ შესასრულებლად და „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის და მისი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“ ქმნის ოპერატიულ შტაბს, რომელსაც თავად უხელმძღვანელებს.

ბიბილოვმა ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს დაავალა კონტრდაზვერვითი საქმიანობის მობილიზება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე