არგენტინელმა ფეხბურთელმა მატჩის დროს მსაჯი მოკლა

საქართველო, თბილისი - 12:42 | 16.02.2016
ნანახია: 2231

არგენტინელმა ფეხბურთელმა მატჩის დროს მსაჯი, რომელმაც მას არასპორტული საქციელისთვის წითელი ბარათი უჩვენა, მოკლა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ინციდენტი კორდობაში მოხდა. ჟურნალისტები არ აზუსტებენ გუნდის სახელწოდებას, ასევე უცნობია თუ რომელ დონეზე მიმდინარეობდა მატჩი. არ არის გამორიცხული რომ ის სამოყვარულო იყო.

შეხვედრის მე-20- წუთზე 48 წლის არბიტრმა სეზარ ფლორესმა ერთი-ერთი ფეხბურთელი მეტოქეზე თავდასხმის გამო მოედნიდან გააძევა. მოთამაშე გასახდელიდან დაბრუნდა და ცეცხლსასროლი იარაღიდან მსაჯს სამჯერ ესროლა.

რეფერი მიღებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. ამის შემდეგ ეჭვმიტანილმა კიდევ ერთი ფეხბურთელი დაჭრა. სპორტსმენი დანაშულის ადგილიდან მიიმალა.

მსაჯების მკვლელობის შემთხვევები მანამდეც მომხდარა. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სასტიკი მკვლელობა ბრაზილიაში, 2013 წელს მოხდა.

ქალაქ პიაში მატჩის დროს ერთ-ერთი ფეხბურთელი არბიტრს ცემის მიზნით თავს დაესხა. თუმცა მსაჯმა თავდასხმელი დანით დაჭრა. ამის შემდეგ გულშემატკივრები მოედანზე შეიჭრნენ, მსაჯს ქვები დაუშინეს და თავი მოაჭრეს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე