ყაზბეგში 2,5 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება
საქართველო, თბილისი - 12:33 | 16.02.2016 ნანახია: 1396ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მძიმეწონიანი მანქანების ავტოსადგომისა და სასაწყობე მეურნეობის მოწყობის პროექტის განხორციელების მიზნით შპს „მერფი ყაზბეგს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 49 წლის ვადით ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფანშეტში მდებარე 52 932 კვ.მ. არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საინვესტიციო პირობებით გადასცა.
აღნიშნულ ტერიტორიაზე 200 სატვირთო ავტომანქანაზე გათვლილი ავტოსადგომი და სასაწყობე მეურნეობა მოეწყობა. პროექტი ასევე ითვალისწინებს 20 საწოლზე გათვლილ სასტუმროს მშენებლობას და არანაკლებ 300 კვ.მ. ფართის მქონე სწრაფი კვების ობიექტის მოწყობას. ჯამში კომპანია 2 500 000 აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.
პროექტი ხელს შეუწყობს ფასანაური-ნატახტარის მონაკვეთზე ტრანსპორტის ნაკადის გამტარუნარიანობის გაზრდას და უზრუნველყოფს სტიქიური მოვლენების, დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების დროს ავტოსატრანსპორტო ნაკადის გამტარუნარიანობის შეზღუდვის თავიდან აცილებას.
შპს „მერფი ყაზბეგი“ ასევე უზრუნველყოფს სახელმწიფოს სასარგებლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ - შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებული კონფიგურაციით არანაკლებ 2000 კვ.მ. ფართობზე მოაწყოს ასფალტის ან/და ბეტონის საფარი საჭირო კომუნიკაციებით (მათ შორის: ელექტრო ენერგიით, წყლით და ბუნებრივი აირით) და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცეს. ამავე ვადაში კომპანია სახელმწიფოს სასრგებლოდ, უსასყიდლოდ უზრუნველყოფს ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალიდან სარგებლობაში გადასაცემ უძრავ ქონებამდე მისასვლელი ბეტონის ან/და ასფალტის საფარიანი საავტომობილო გზის და ხიდის მშენებლობას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასთან - საავტომობილო გზების დეპარტამენტთან შეთანხმებით.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა