მორის ყვითელაშვილმა პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე გამოსვლა მე-10 ადგილით დაასრულა

საქართველო, თბილისი - 12:52 | 10.02.2022
ნანახია: 593

პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე ქართველთვის ისტორიული შედეგი დაფიქსირდა – ფიგურულ ციგურაობაში მამაკაცთა შორის მორის ყვითელაშვილი მეათე ადგილზე გავიდა. ეს ჩვენი რეკორდის გამეორებაა – სწორედ მეათე იყო 2006 წლის ოლიმპიადაზე მოციგურავე ელენე გედევანიშვილი.

მორის ყვითელაშვილმა მოკლე პრეგრამა ეფექტურად შეასრულა და 97.98 ქულით მეხუთე პოზიციაზე აღმოჩნდა. ყველაფერი თავისუფალ პროგრამას უნდა გადაეწყვიტა, რომლის შედეგი მოკლე პროგრამის შედეგთან დაჯამდებოდა და საბოლოო პოზიციაც ამის შემდეგ გაირკვეოდა.

მორისმა, ერთ წაფორხილებას თუ არ ჩავთვლით, თავისუფალ პროგრამაშიც კარგად ისრიალა და 170.64 ქულა დაიმსახურა. ჯამში – 268.62 ქულა. ეს შედეგი საკმარისი აღმოჩნდა ათეულში დასამკვიდრებლად.

პეკინის ოლიმპიადაზე ვაჟთა შორის ფიგურულ ციგურაობაში საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა:

I – ნათან ჩენი (აშშ)

II – იუმა კაგაიამა (იაპონია)

III – შომა უნო – (იაპონია)




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე