ლუკაშენკას თქმით, თუ პუტინი ეტყვის, რომ ეს საჭიროა, აფხაზეთსა და ცხინვალს აღიარებს

საქართველო, თბილისი - 20:42 | 07.02.2022
ნანახია: 635

ბელარუსის ავტორიტარმა მმართველმა ალექსანდრ ლუკაშენკამ, რომლის ლეგიტიმაციას დასავლეთის მრავალი ქვეყანა არ ცნობს, რუსულ მედიასთან საუბრისას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების შესაძლებლობაზე ისაუბრა.

ვლადიმირ სოლოვიოვთან ინტერვიუში, ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვის პასუხად, როდის აღიარებს ბელარუსი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, ლუკაშენკამ განაცხადა:

"არსებობს კი ამის აუცილებლობა? როგორც კი დავინახავ ამის საჭიროებას და [რუსეთის] პრეზიდენტი მეტყვის, რომ ეს საჭიროა".

შეგახსენებთ, გასული წლის ნოემბერში, ლუკაშენკამ განაცხადა, რომ "ყირიმი რუსეთის ტერიტორიაა".

შეგახსენებთ, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა. მოგვიანებით, მის მაგალითს მიბაძა მხოლოდ სამმა ქვეყანამ - ნიკარაგუამ, ვენესუელამ და ნაურუმ. მხოლოდ 10 წლის შემდეგ მათ რიცხვს შეუერთდა სირია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე