კანადამ უკრაინას სამხედრო დახმარება გაუგზავნა

საქართველო, თბილისი - 11:50 | 05.02.2022
ნანახია: 307

კანადამ უკრაინას სამხედრო აღჭურვილობით დატვირთული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი გაუგზავნა.

კანადის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაში სამხედრო დახმარება ოპერაცია UNIFIER-ის გაფართოების ფარგლებში გაგზავნა.

კანადის თავდაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ „კანადის საჰაერო-სამხედრო ძალების თვითმფრინავი C-177 Globemaster ტრენტონის ავიაბაზიდან არალეტალური იარაღით დატვირთული გაფრინდა“.

„კანადა ურყევად უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას. ეს დახმარება კიდევ უფრ მეტად დაეხმარება უკრაინულ ძალებს თავი დაიცვას რუსული საფრთხეებისგან“, - აცხადებენ უწყებაში. სამხედრო დახმარება შედგება ინდივიდუალური დაცვის საშუალებებისგან, ტვირთის გადასაზიდი საშუალებებისა და სათვალთვალო მოწყობილობებისგან, ასევე სადაზვერვო აღჭურვილობისგან. ამის გარდა, უკრაინაში ჩავლენ კანადის თავდაცვის ძალების სპეციალისტები.  

„2015 წლიდან, კანადამ უკრაინას 23 მილიონი დოლარის ღირებულების არალეტალური იარაღი გადასცა“, - აღნიშნავენ კანადის თავდაცვის უწყებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე