ამერიკელი სამხედროები პოლონეთსა და გერმანიაში ჩავიდნენ

საქართველო, თბილისი - 22:46 | 04.02.2022
ნანახია: 392

ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების დიდი კონცენტრაცის ფონზე, პოლონეთსა და გერმანიაში აშშ-დან სამხედრო ტექნიკა და მედესანტეები ჩავიდნენ. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის სამინისტრო აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპის სარდლობასთან ერთად იუწყება.

2 თებერვალს ამერიკის პრეზიდნეტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში აშშ აღმოსავლეთ ევროპაში 3 ათას სამხედროს გაგზავნის.

იმავე დღეს პენტაგონმა და პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშაკმა განაცხადეს, რომ აშშ-ის 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის 1700-მდე სამხედრო პოლონეთში გაიგზავნებოდა.

 „ეს მოკაშირეების სოლიდარობის მკაფიო გზავნილია“, - დაწერა მარიუშ ბლაშაკმა ტვიტერზე და ჯარისკაცების ფოტო გამოაქვეყნა.

ჯერჯერობთ არ ვრცელდება ინფორმაცია, როდის ჩავლენ დანარჩენი ამერიკელი სამხედროები და სად განლაგდებიან. პოლონეთში ნატო-ს ძალების ფარგლებში და ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე უკვე იმყოფება 4 500 ამერიკელი სამხედრო.

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპის სარდლობამ 4 თებერვალს განაცხადა, რომ ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერების მიზნით, გერმანიაში უკევ გაემგზავრნენ პირველი ამერიკელი სამხედროები.

 „მე-18 საჰაერო-სადესანტო კორპუსის სამხედრო მოსამსახურეები დღეს უკვე ჩავიდნენ ვისბადენში:, - ნათქვამია სარდლობის წარმომადგენლის განცხადებაში. გერმანიაში შეიქმნება შტაბი 1700 მედესანტის დასახმარებლად, რომელთა გადასროლაც პოლონეთში მოხდება.

„პენტაგონის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ ევროპაში ჩვენი ნატოელი მოკავშირეების მხარდასაჭერად პირველი 2000 ჯარისკაცი  ევროპაში ჩავიდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე