პეკინის ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან 9 სპორტსმენი სპორტის 3 სახეობაში იასპარეზებს

საქართველო, თბილისი - 14:51 | 03.02.2022
ნანახია: 613

4-20 თებერვალს, ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშები გაიმართება, რომელშიც საქართველოდან 9 სპორტსმენი სპორტის სამ სახეობაში (ფიგურული ციგურაობა, სამთო თხილამურობა, ციგაობა) იასპარეზებს.

საქართველოს დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, ოლიმპიადას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძე დაესწრება.

ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშეები იქნებიან მოთხილამურე ნინო წიკლაური და მოციგურავე მორის ყვითელაშვილი.

2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიანტი სპორტსმენების შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ.

1. მორის ყვითელაშვილი - ფიგურული ციგურაობა, ერთეულთა სრიალი (კაცები).

2. ანასტასია გუბანოვა - ფიგურული ციგურაობა, ერთეულთა სრიალი (ქალები).

3. მარია კაზაკოვა/გიორგი რევია - ფიგურული ციგურაობა, ყინულზე ცეკვა (შერეული წყვილები).

4. კარინა საფინა/ლუკა ბერულავა - ფიგურული ციგურაობა, სპორტული სრიალი (შერეული წყვილები).

5. ნინო წიკლაური - სამთო თხილამურობა.

6. სოსო ჯაფარიძე - სამთო თხილამურობა.

7. საბა ქუმარიტაშვილი - ციგაობა.

საქართველოს სპორტსმენთა ასპარეზობის განრიგი ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშების პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი უზრუნველყოფს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე