ივანიშვილს საკონცერტო დარბაზის მშენებლობა 200 მლნ ₾ უჯდება

საქართველო, თბილისი - 15:48 | 15.02.2016
ნანახია: 3071

ურეკში თანამედროვე დიზაინის საკონცერტო დარბაზი შენდება. წინასწარი ინფორმაციით, მას 26 მაისს გრანდიოზული კონცერტით გახსნიან. პროექტს ფონდი "ქართუ" აფინანსებს.

საკონცერტო დარბაზი 10 ათას მაყურებელზეა გათვლილი.

დარბაზი აღჭურვილი იქნება ლითონის კონსტრუქციის მოძრავი სახურავით, რომელსაც კომპანია "ელიტაბურჯი" აკეთებს.

ურეკის საკონცერტო დარბაზის მშენებლობა 2007 წლიდან მიმდინარეობს და სამუშაოები დაახლოებით 200 მილიონი ლარი დაჯდა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე