15 თებერვლიდან ირანის მოქალაქეებს საქართველოში ვიზიტი უვიზოდ შეუძლიათ
საქართველო, თბილისი - 15:46 | 15.02.2016 ნანახია: 1348
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ირანის ტურისტული სააგენტოებისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე უვიზო რეჟიმის ამოქმედების პირობებში, საქართველოში ირანიდან ვიზიტორების შემოსვლასა და საქართველოს ტურისტული პოტენციალზე ისაუბრეს.
შეხვედრას ასევე დაესწრო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თავმჯდომარე გიორგი ჩოგოვაძე, რომლის უწყების ინიციატივითაც ირანელი სტუმრები საქართველოში იმყოფებიან და ადგილობრივ ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან.
2016 წლის 15 თებერვლიდან ირანის მოქალაქეებს საქართველოში ვიზიტი უვიზოდ შეუძლიათ. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, აღნიშნული გარემოება პოზიტიურად იმოქმედებს საქართველო-ირანის თანამშრომლობის განვითარებაზე ტურიზმის მიმართულებით.
საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ირანთან უვიზო რეჟიმის ამოქმედება გამოყენებული იყოს საქართველოს სასარგებლოდ. მისი განცხადებით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ირანის ტურისტულ სააგენტოებთან და ირანულ მედიასთან. დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, საქართველოში ამჟამად ტურისტული და მედიატური მიმდინარეობს, რომლის დროსაც სტუმრებს საშუალება აქვთ, შეისწავლონ საქართველოს ტურისტული პოტენციალი და გაეცნონ იმ სერვისებს, რომლის შეთავაზებაც ადგილობრივ ტურისტულ ინდუსტრიას შეუძლია ირანელი ვიზიტორებისათვის. ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში ირანელი ვიზიტორების რიცხვი საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზრდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ირანული ბეჭდური და ელექტრონული მედიის წარმომადგენელებისათვის პრესტური მოეწყო. 6 დღის განმავლობაში ირანული ჟურნალ-გაზეთების 16 წარმომადგენელი თბილისს, გუდაურს, უფლისციხეს, ბორჯომს, რაბათის ციხე კომპლექსს და ნაფარეულს მოინახულებენ.
ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ მოქმედ ორდინალურ პასპორტებს, უფლება ექნებათ საქართველოს ტერიტორიაზე პირველი შესვლის დღიდან, ვიზის გარეშე ორმოცდახუთ დღემდე დარჩნენ.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა