როგორი გინდა იყოს შენი პორშე? ააწყვე შენი ოცნების მანქანა ქართულ კონფიგურატორში
საქართველო, თბილისი - 18:13 | 28.01.2022 ნანახია: 1283სასურველი და შენზე მორგებული პორშეს შერჩევა ახლა უფრო მარტივია, - პორშე ცენტრი თბილისი მომხმარებელს სთავაზობს, გერმანული პრემიუმ ბრენდის ნებისმიერი მოდელი საკუთარი გემოვნებით ქართულ კონფიგურატორში ააწყოს.
ახალი პროგრამის დახმარებით თავად განსაზღვრავთ რა ტექნიკური ფუნქციები უნდა ჰქონდეს თვენს ავტომობილს, ირჩევთ ექსტერიერის სტილსა და სასურველ ფერს. თქვენს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული როგორი საბურავის დისკი ექნება მანქანას. სრული თავისუფლება გაქვთ, თქვენ კომფორტს მოარგოთ სალონის დიზაინიც, რა ფერი იქნება ან რა მასალას გამოიყენებთ სავარძლებისათვის.
არჩევანი მრავალფეროვანია და საერთო ჯამში 500-მდე ოფციას მოიცავს. მნიშვნელოვანია, რომ შესაძლებლობა გაქვთ თვალი ადევნოთ ხარჯებსაც, კონფიგურატორში ფასები დეტალურად არის მოცემული და საბოლოო შერჩევის შემდეგ თქვენ უკვე ზუსტად იცით რა დაგიჯდებათ პორშე, რომელიც თავად შექმენით.
,,პორშე ცენტრი თბილისი“ მუდმივად ფეხს უწყობს მსოფლიო ტრენდებს, არ გვეშინია ვიყოთ თამამები ჩვენს გადაწყვეტილებებში და სიახლეებისთვისაც ყოველთვის მზად ვართ. მომხმარებელზე ზრუნვა და მათთვის კომფორტის შექმნა ჩვენი კომპანიის პრიორიტეტია. ვცდილობთ, მომხმარებელი არა მხოლოდ პრემიუმ ავტომობილებით, არამედ მაღალი ხარისხის მომსახურებით გავანებივროთ. გვინდა ჩვენს მომხმარებელს მაქსიმალურად გავუმარტივოთ შეძენის პროცესიც, იქნება ეს ონლაინ კონფიგურაციის არჩევა თუ ავტომობილის სახლის კართად მიყვანა,“ - ამბობს პორშე ცენტრი თბილისის დირექტორი, პეტრე წაქაძე.
პორშე ცენტრი თბილისი გერმანული ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში და მის სტანდარტებს ზედმიწევნით მიჰყვება. კონფიგურატორიც გერმანულიდან ითარგმნა, დამუშავდა 2500 გვერდი, რაც საერთო ჯამში 4 500 000 სიმბოლოს მოიცავს.
-----
პორშე ცენტრი თბილისი თეგეტა ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებს და აქსესუარებს სთავაზობს.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა