ჩვენ დავაბრუნებთ უკრაინას სლავურ წიაღში - ლუკაშენკა

საქართველო, თბილისი - 15:25 | 28.01.2022
ნანახია: 434

ბელარუსის პრეზიდენტმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ განაცხადა, რომ უკრაინა სლავურ წიაღში უნდა დააბრუნონ.

„დასავლეთს უნდა სისხლში ჩაახრჩოს რუსეთ-უკრაინის ძმობა, ჩვენი სლავური ძმობა. მაგრამ ჩვენ მონათესავე სლავი ერები ვართ, რომლებიც ერთი ნათლობის ემბაზიდან მოვდივართ. ჩვენი ფესვები საუკუნეების სიღრმეებდან არის და მას უნდა გავუფრთხილდეთ, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს. ძმობა ხომ იმაზე მეტია, ვიდრე გამოგონილი წყენა და ადგილობრივი პოლიტიკური ამბიციები. ჩვენი განუყოფელი კავშირები საერთო უსაფრთხოებისა და გადარჩენის საფუძველია. და ვინმეს, როგორც არ უნდა უნდოდეს, ჩვენ დავაბრუნებთ უკრაინას ჩვენს სლავურ წიაღში. ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ“, - განაცხადა ლუკაშენკამ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე