TEZ TOUR-ი საქართველოში შემოყვანითი ტურების განხორციელებას გეგმავს
საქართველო, თბილისი - 14:53 | 15.02.2016 ნანახია: 1376საქართველოში შემოყვანითი ტურისტული მიმართულებების განვითარებით ცნობილი საერთაშორისო ტურისტული კომპანია „TEZ TOUR“ დაინტერესდა. კომპანიის ხელმძღვანელობასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა. დიმიტრი ქუმსიშვილმა და „ტეზ ტურის“ მმართველმა დირექტორმა დიმიტრი ჩარიტიდისმა საქართველოს ტურისტულ შესაძლებლობებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.
„მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში. ძალიან პოზიტიური შეხვედრა გვქონდა მინისტრთან. ჩვენი კომპანია დიდი ხანია საქართველოს მიმართულებით არის დაინტერესებული და მადლობელი ვარ მოწვევისთვის. “ტეზ ტურის,” როგორც საერთაშორისო ოპერატორის საქმიანობა მოიცავს ტურიზმის სფეროში ურთიერთობებს არამხოლოდ რუსეთთან, არამედ უკრაინასთან, ბელორუსიასთან, ბულგარეთთან, რუმინეთთან, ბალტიის ქვეყნებთან და ასე შემდეგ. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი საქმიანობა საქართველოშიც წარმატებული იქნება“ - განაცხადა „ტეზ ტურის“ მმართველმა დირექტორმა დიმიტრი ჩარიტიდისმა.
საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, მისასალმებელია, რომ „ტეზ ტური“ საქართველოში შემოყვანითი ტურიზმის სფეროში საქმიანობით არის დაინტერესებული. „ჩვენ გვქონდა დღეს ძალია კარგი შეხვედრა. ვისაუბრეთ საქართველოს შესაძლებლობებზე, ასევე იმ ტურისტული ნაკადების შესახებ, რომელიც შესაძლოა მოზიდული იყოს როგორც რუსეთიდან, ასევე მსოფლიოს იმ ქვეყნებიდან, სადაც “ტეზ ტურის”-ის ოფისები მდებარეობს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მაქსიმუმს გააკეთებს იმისათვის, რომ “ტეზ ტურმა” დაიწყოს შემომყვანი ტურიზმით საქმიანობა საქართველოში. კომპანიამ დააფიქსირა, რომ მათ სჭირდებათ ძლიერი, ქართველი პარტნიორი იმისათვის, რომ ერთობლივად განახორციელონ თავიანთი საქმიანობა“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
„ტეზ ტური“ ცნობილი საერთაშორისო ტუროპერატორი კომპანიაა, რომელიც ორგანიზებას უწევს ტურებს რუსეთიდან, ასევე ყოფილი საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან. კომპანია ახორციელებს ტურისტულ ტურებს ავსტრიის, ბულგარეთის, ვენგრიის, საბერძნეთის, ეგვიპტის, ესპანეთის, ჩინეთის, კუბის, მექსიკის და მსოფლიოს სხვა მრავალი ქვეყნის მიმართულებით.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა