The New York Times-ი მოსკოვის მოთხოვნებზე აშშ-ის პასუხის შინაარსის შესახებ წერს

საქართველო, თბილისი - 15:32 | 27.01.2022
ნანახია: 306

აშშ-მა უსაფრთხოების გარანტიების წერილობით პასუხში მოსკოვს შესთავაზა შეთანხმდნენ ბირთვული შეიარაღების შეზღუდვაზე. რაც, შესაძლოა, გახდეს საშუალო და მცირე მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმების აღდგენის საბაბი, რომლის მოქმედებაც 2019 წელს შეწყდა. წერს The New York Times-ი მოსკოვისთის გადაცემული დოკუმენტების შესახებ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.

ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები ასევე მზად არიან რუსეთთან განიხილონ სამხედრო წვრთნების ჩატარების ურთიერთშეზღუდვების საკითხიც. კერძოდ, შეთავაზებულია წვრთნები ჩატარდეს საზღვრისგან მოშორებით, რათა მანევრები არ იყოს აღქმული მეზობელ ქვეყანაზე თავდასხმის სამზადისად.

საშუალო და მცირე მანძილის რაკეტების შესახებ შეთანხმება საბჭოთა კავშირსა და აშშ-ს შორის ხელი 1987 წელს მოეწერა. დოკუმენტი ორივე ქვეყანას უკრძალავდა შეიარაღებაში ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების დამზადებასა და  გამოყენებას. 2018 წელს აშშ-მა შეთანხმებიდან გასვლის შესახებ განაცხადა. მაშინ ვაშინგტონმა მოსკოვი  М729 ტიპის რაკეტის შემუშავების გამო პირობების დაღვევაში დაადანაშაულა. რუსეთი ბრალდებას უარყოფდა და აცხადებდა, რომ რაკეტის მანძილი 500 კილომეტრს არ აღემატებოდა.

გასული წლის სექტემბრიდან დასავლეთი შეშფოთებას გამოთქვამს უკრაინის საზღვართან 100 ათასზე მეტი რუსი სამხედროს მობილიზების გამო და უკრაინაში რუსეთის შეჭრის რეალურ საფრთხეზე საუბრობს.

დასავლეთის ქვეყნები აცხადებენ, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, მოსკოვისთვის მძიმე შედეგები დადგება. დასავლეთი მოსკოვს უმკაცრესი სანქციებით ემუქრება.  

შეგახსენებთ, გასული წლის 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოქვეყნა მის მიერ შედგენილი შეთანხმების პროექტები, სადაც ნატო-სა და აშშ-ისგან უსაფრთხოების გარანტიებია მოთხოვნილი.

დოკუმენტი გამორიცხავს ნატო-ს შემდგომ გაფართოებას და მის შემადგენლობაში უკრაინის და საქართველოს მიღებას.

დოკუმენტში მოსკოვი ვაშინგტონისგან მოითხოვს, არ განათავსოს შეიარაღება და სამხედროები იქ, სადაც სხვა ქვეყნის მიერ ეს ეროვნული უსაფრთხოების საფრთხედ იქნება აღქმული, ასევე თავი შეიკავოს თავისი ცის მიღმა მძიმე ბომბდამშენების გაშვებისა და საბრძოლო ხომალდების გაგზავნისგან იმ წყლებში, საიდანაც შესაძლებელი იქნება სხვა ქვეყნის ტერიტორიისთვის დარტყმების მიყენება.

ამის გარდა, რუსეთი ალიანსს სთავაზობს არ განათავსოს ბირთვული იარაღი აშშ-ის ფარგლებს გარეთ, აიღოს უკვე განთავსებული შეიარაღება და გაანადგუროს შესაბამისი ინფრატრუქტურა.

26 იანვარს, შეერთებული შტატების ელჩმა ჯონ სალივანმა რუსულ მხარეს უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე ვაშინგტონი წერილობითი პასუხი გადასცა.

როგორც The Washington Post იუწყება, შეერთებულმა შტატებმა სთხოვა რუსეთს, არ გამოაქვეყნოს პასუხი სრული სახით უსაფრთხოების გარანტიებზე. თუმცა, გაზეთის წყაროები არ გამორიცხავენ, რომ მოსკოვი ყურად არ იღებს ვაშინგტონის თხოვნას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე