რუსეთი უკრაინაში თუ შეიჭრება, აშშ და გერმანია "ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის შეჩერებაზე იმუშავებენ - ნედ პრაისი

საქართველო, თბილისი - 12:52 | 27.01.2022
ნანახია: 323

შეერთებული შტატების ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა უარყოფითად აისახება გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი -2“-ზე. „ორ მეზობელ ქვეყნას შორის დაძაბულობის ესკალაცია მიგვიყვანს იქამდე, რომ პროექტი რეალიზებული არ იქნება“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნედ პრაისმა საზოგადოებრივი რადიოს ეთერში.

„თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ჩვენ გერმანიასთან ერთად ვიმუშავებთ, რათა მივიღოთ აუცილებელი ზომები იმისთვის, რომ პროექტი წინ ვეღარ წავიდეს“, - აღნიშნა პრაისმა.

ცოტა ხნის წინ ვაშინგტონმა სანქციები დაუწესა კომპანიებს, რომლებიც გაზსადენის მშენებლობაში მონაწილეობდნენ.

„ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობა გასული წლის სექტემბერში დასრულდა.

ნოემბერში გერმანიის ფედერალურმა ქსელის სააგენტომ გაზსადენის სერთიფიკაციის პროცედურები შეაჩერა. სააგენტოს განცხადებით, სერთიფიცირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის ოპერატორი წარადგენს დოკუმენტებს გერმანიაში კომპანიის შექმნის შესახებ, რომელიც დაკავებული იქნება „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მართვით.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე