იანვარში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 24 პროცენტით შემცირდა

საქართველო, თბილისი - 14:06 | 15.02.2016
ნანახია: 1426

2016 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 528 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის იანვრის მაჩვენებელზე 24 პროცენტით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 122 მლნ. აშშ დოლარი იყო (22 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 406 მლნ. აშშ დოლარი (25 პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წლის იანვარში 283 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 54 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 19 თებერვალს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე