"ედინაია როსია" პუტინს მიმართავს ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებს იარაღით დაეხმაროს

საქართველო, თბილისი - 22:11 | 26.01.2022
ნანახია: 283

რუსეთის მმართველი პარტია, "ედინაია როსია" რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს მიმართავს, ლუგანსკისა და დონეცკის ოკუპირებულ რეგიონებს იარაღი მიაწოდონ. ეს განცხადება სახელმწიფო დუმაში მმართველი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარემ, ვლადიმირ ვასილიევმა ტელეარხ "როსია 24"-ის ეთერში გააკეთა.

„ჩვენ ამ საკითხზე კონსულტაციები გავიარეთ და მივედით დასკვნამდე, რომ ადამიანებს კიევის რეჟიმის იმედად ვერ დავტოვებთ. ამასთან დაკავშირებით, მივმართეთ ჩვენი ქვეყნის ხემძღვანელობას დახმარება აღმოვუჩინოთ ლუაგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკებს აგრესიის შესაჩერებად საჭირო იარაღის მიწოდებით“, - განაცხადა ვასილიევმა.

ვასილიევის თქმით, რუსეთში დიდხანს ელოდნენ, რომ „ვაშინგტონში იზეიმებდა რაციონალური გადაწყვეტილება“, მაგრამ ეს არ მოხდა. დასავლეთი, აგრძელებს სანქციებზე საუბარს და კონფლიქტის ზონაში იარაღს გზავნის“, - განაცხადა „ედინაია როსიას“ ფრაქციის ხელმძღვანელმა.

„სცენარი, რომლის დემონსტრირებასაც დასავლეთი და უკრაინა ახდენენ, გვაგონებს ნაციზმთან და“ბანდეროვშჩინასთან“ დაბრუნებას. ჩვენ ამას ვერ შევეგუებით. ჩვენ ძალიან გვაღელევებს ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკებში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეებისა და თანამემამულეების სიცოცხლის დაცვის საკითხი“, - თქვა ვასილიევმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე