დასავლეთი უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ პირდაპირი პროვოკაციებისკენ უბიძგებს - ლავროვი

საქართველო, თბილისი - 14:55 | 26.01.2022
ნანახია: 324

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ დასავლეთი უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ პირდაპირი პროვოკაციებისკენ უბიძგებს.

ლავროვმა აღნიშნა, რომ დასავლეთი „აორმაგებს ძალისხმევას“ რუსეთის შესაკავებლად და ზრდის სამხედრო-პოლიტიკურ ზეწოლას რუსეთზე.

„საკმარისია დააკვირდე ჩვენს საზღვართან უფრო და უფრო მეტ პროვოკაციულ მანევრებს და კიევის რეჟიმის ნატოს ორბიტაზე შეთრევას და მისთვის ლეტალური იარაღის მოწოდებას, რომ დარწმუნდე, როგორ  უბიძგებს {დასალეთი უკრაინას} რუსეთის წინააღმდეგ პირდაპირი პროვოკაციებისკენ“, - განაცხადა ლავროვმა.

ლავროვის თქმით, ამ ფონზე „განსაკუთრებით ცინიკურად“ ჟღერს რუსეთის მიმართ მოთხოვნა შეწყვიტოს თავის ტერიტორიაზე წვრთნები. „რა თქმა უნდა, ჩვენ ამ სიტუაციაში გულხელდაკრეფილები არ ვისხდებით“, - განაცხადა ლავროვმა.

მისი თქმით, რუსეთი მიიღებს საპასუხო ზომებს, თუ დასაველთისგან უსაფრთხოების გარანტიებზე კონსტრუქციულ პასუხს ვერ მიიღებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე