ისრაელის ყოფილ პრემიერ-მინისტრს კორუფციის ბრალდებით 19-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს

საქართველო, თბილისი - 13:24 | 15.02.2016
ნანახია: 1893

ისრაელის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ეჰუდ ოლმერტს კორუფციის ბრალდებით 19-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, ოლმერტი თავს უდანაშუალოდ მიიჩნევს. ის პირველი ისრაელელი პოლიტიკოსი გახდა, რომლის კარიერაც პატიმრობის გამო შეწყდა. ოლმერტის ციხეში მიყვანის კადრები ადგილობრივმა ტელეარხებმა პირდაპირი ეთერით აჩვენა.

70 წლის ექს-პრემიერი სასჯელს განსაკუთრებულ ბლოკში მოიხდის. ამ ბლოკში ჩვეულებრივ პატიმრებს არ უშვებენ. მისი ერთ-ერთი მეზობელი ისრაელის ყოფილი მაღალჩინოსანი იქნება, რომელსაც შვიდი წელი გაუპატიურებისთვის მიუსაჯეს.

ოლმერტს წელიწადნახევარი იერუსალიმში ელიტური საცხოვრებელი სახლის აშენების სანაცვლოდ ქრთამის აღებისთვის მიუსაჯეს. ამის გარდა კიდევ ერთი თვე გამოძიებისთვის ხელის შეშლის მცდელობისთვის დაუმატეს. კერძოდ ოლმერტი თავისი კანცელარიის უფროსს არწმუნებდა, რომ დანაშაულებების ნაწილი დაემალა.

ეჰუდ ოლმერტი ისრაელის პრემიერ-მინისტრის პოსტზე 2006-2008 წლებში მუშაობდა. მისი გადადგომა კორუფციულ სკანდალებს უკავშირდებოდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე