ბოსნია და ჰერცეგოვინამ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის განაცხადი შეიტანა

საქართველო, თბილისი - 13:06 | 15.02.2016
ნანახია: 1603

ევროკავშირმა ბოსნია და ჰერცეგოვინასგან გაწევრიანების შესახებ ოფიციალური განაცხადი მიიღო.

საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის ფედერიკა მოგერინის განცხადებით ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, თუმცა ეს ნაბიჯი მხოლოდ გრძელი გზის დასაწყისია.

ბოსნია და ჰერცეგოვინას განაცხადს ევროპელი ექსპერტების უმეტესობა სკეპტიკურად შეხვდა. ისინი მიჩნევენ, რომ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის პოლიტიკურად და ეკონომიკურად მზად არ არის.

თუმცა ბევრი ექსპერტის მიერ გამოითქვა აზრი, რომ ბოსნია და ჰერცეგოვინა ევროკავშირს 2026 წელს შეუერთდება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე