თინათინ ხიდაშელი სამხედრო მარშის შექმნაზე კონკურსს გამოაცხადებს

საქართველო, თბილისი - 11:34 | 15.02.2016
ნანახია: 1873

დღეს, ვაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი სამხედრო მარშის შექმნაზე კონკურსს გამოაცხადებს. ღონისძიებაზე ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელი ორკესტრი სამხედრო მარშებს შეასრულებს. 
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქართული სამხედრო სასულე მუსიკის განვითარებისა და ტრადიციების ჩამოყალიბების მიზნით, კონკურსს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საქართველოს პრეზიდენტის ფონდის მხარდაჭერით აცხადებს. 
ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ივლიანე ხაინდრავა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე კახა ცაბაძე, ასევე, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე