SOS! ვარკეთილში საცხოვრებელი კორპუსი იძირება - ხალხი დახმარებას ითხოვს

საქართველო, თბილისი - 10:23 | 15.02.2016
ნანახია: 2319

ვარკეთილში შესაძლოა საცხოვრებელი კორპუსი დაინგრეს, ამის მიზეზად ადგილობრივები წყლით სავსე სარდაფებს ასახელებენ. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მოქალაქე ირაკლი სულაბერიძე აქვეყნებს და დახმარებას ითხოვს.

„SOS!!! რა სიმბოლურია, დღეს ტელევიზორში ტიტანიკს აჩვენებდნენ.

ჩემი საცხოვრებელი კორპუსი იძირება. დაახლოებით 2 კვირაა რაც სარდაფები წყლით ივსება. 2 კვირაა GWP მუშაობს რომ გაიგოს საიდან შემოდის წყალი. თითქმის მთელი კორპუსის გარშემო არის გადათხრილი, მაგრამ შედეგი ნული. მთელი დღეების განმავლობაში სარდაფებიდან წყალი იტუმბება და წყალი არ მთავრდება. 2 კვირაა დღეში 1-2 საათით გვაქვს წყალი. რამდენიმე მეზობელს კარის დაკეტვა-გაღება უჭირს უკვე, კორპუსი დაჯდა.

ვიცი, კორპუსი რომ დაინგრევა მერე ყველა ჟურნალისტი დაწერს ამაზე.ჩვენ არ გვინდა კორპუსის დანგრევა, მაგრამ გვინდა რომ მეტი ყურადღება მიექცეს ამ მდგომარეობას.

ჩემს კორპუსს დღეიდან ქვია "ტიტანიკი", - წერს მოქალაქე ირაკლი სულაბერიძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე