ოთარ დანელია დარჩელში დამშრობი სისტემების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო
საქართველო, თბილისი - 12:53 | 13.02.2016 ნანახია: 1382საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი ლევან შონია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დარჩელის დამშრობი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ. მიმდინარე სამუშაოებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს ,,საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს.
როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ლევან დვალმა აღნიშნა, კომპანია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ხობი - ენგურის მდინარეთაშორის მასივზე დარჩელის დამშრობი სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 252 000 ლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში სისტემის 24 კმ. სიგრძის სადრენაჟე არხი აღდგება. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, მიმდინარე წლის აპრილიდან, სოფელ დარჩელის მოსახლეობა დამატებით 450 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე ისარგებლებს სადრენაჟე მომსახურებით.
დღეისათვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამეგრელოს რეგიონში სამელიორაციო სისტემების 2 სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს.
2012 წლიდან დღემდე რეგიონში დასრულდა სამელიორაციო ინფრასტრქუტურის 21 სარეაბილიტაციო პროექტი. შედეგად დაშრობილი სასოფლო-სამეურნეო სავარგულები სამეგრელოში 16 350 ჰექტრამდე გაიზარდა.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა