საპარტნიორო ფონდში რუმინულ–თურქული კომპანია SU MARKETS-ის საინვესტიციო წინადადებები განიხილეს

საქართველო, თბილისი - 11:46 | 13.02.2016
ნანახია: 1475

საპარტნიორო ფონდში თბილისის ლოჯისტიკის ცენტრისა და ხილისა და ბოსტნეულის სამაცივრე მეურნეობის განვითარების პროექტის პრეზენტაცია შედგა. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და საინვესტიციო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორი ჩერქეზიშვილმა უნგრულ -ქართული კომპანია SU MARKETS-ის წარმომადგენლების წინადადებები განიხილეს.

ქართულ-თურქულ- რუმინული კონსორციუმი საქართველოში შემოსვლას უახლოეს მომავალში გეგმავს. SU MARKETS-სი ინტერესს საქართველოს აგრობიზნესისა და ლოჯისტიკის სფეროში გამოთქვამს. საპარტნიორო ფონდმა პოტენციურ ინვესტორებს ფონდის მანდატი, პრიორიტეტები და სტრატეგია გააცნეს.

მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე