ვიქტორ სანიკიძე კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს

საქართველო, თბილისი - 15:01 | 11.12.2021
ნანახია: 580

კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვიქტორ სანიკიძე გახდა. ფედერაციის მოქმედმა პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა კანდიდატურა მოხსნა და თქვა, რომ მხარს სანიკიძეს დაუჭერდა. შესაბამისად სანიკიძე არჩევნებში ერთადერთი კანდიდატურა იყო.

"მე სრულად ვიზიარებ იმ პასუხისმგებლობას, არც ავიღე და პასუხისმგებელი ვარ ყველა იმ წარმატებაზე, რაც ქართულ კალათბურთს წინ ელოდება.

ევრობასკეტის მსგავსი მასშტაბური ღონისძიება საქართველოში არ ყოფილა და ჩვენ მას თავს გავართმევთ ღირსეულად, ისე, როგორც ეკადრება ქართულ კალათბურთს და ჩვენს ქვეყანას.

რაც შეეხება პაატა გურასპაულს - ჩვენ არაერთხელ შევხვდით ერთმანეთს და მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება, რომ ამ კონფიგურაციით კალათბურთის განვითარების უფრო მეტი შესაძლებლობაა". - თქვა სანიკიძემ.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი 4 წლით აირჩიეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე