COVID-19-ის პანდემიის მწვავე ფაზა, შესაძლოა, 2022 წელს დასრულდეს - ბილ გეიტსი

საქართველო, თბილისი - 11:57 | 09.12.2021
ნანახია: 347

კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი ამბობს, რომ  ახალი შტამების გავრცელებისა და ვაქცინაციის ნელი ტემპის მიუხედავად, COVID-19-ის მწვავე ფაზა, შესაძლოა, უკვე მომავალ წელს დასრულდეს.

ბიზნესმენი აღიარებს, რომ არ ელოდა ამდენი გადამდები ვარიანტის გავრცელებას, ასევე ვერ წარმოედგინა, რომ ადამიანების დარწუნება ვაქცინაციისა და პირბადეების ტარების აუცილებლობაში, ასე რთული იქნებოდა.

 „თუმცა, ვიმედოვნებ, რომ პანდემიის დასასრული ცხრა მთას იქით აღარ არის. სისულელე იქნებოდა, კიდევ ერთი პროგნოზის გაკეთება, მაგრამ ვფიქრობ, რომ პანდემიის მწვავე ფაზა 2002 წელს დასრულდება“, - განაცხადა მან.

 „იმის მიუხედავად, რომ ომიკრონ-შტამი შეშფოთებას იწვევს, ამ დროისათვის, მსოფლიო საზოგადოება უკეთესად არის მომზადებული ვირუსთან საბრძოლველად, ვიდრე ეს წინა ეტაპებზე იყო“, - დასძინა გეიტსმა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, მსოფლიოში 266 მილიონზე მეტი დაინფიცირდა, რომელთა შორის 5,5 მილიონზე მეტი ადამიანის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ყველაზე მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა აშშ-ში, ინდოეთში, ბრაზილიასა და დიდ ბრიტანეთში.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე