რუსეთი მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოა - პუტინი

საქართველო, თბილისი - 20:40 | 08.12.2021
ნანახია: 423

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პროვოკაციული უწოდა საკითხს აპირებს თუ არა რუსეთი უკრაინას თავს დაესხას და რუსეთს მშვდიობისმოყვარე სახელმწიფო უწოდა.

„ეს პროვოკაციული შეკითხვაა. რუსეთი ეწევა მშვიდობისმოყვარე საგარეო პოლიტიკას. მაგრამ მას უფლება აქვს უზრუნველყოს თავისი უსაფრთხოება, როგორც უკვე ვთქვი, ახლო და შორეულ პერსპეტქივაში. ჩვენ ამას განვიხილავთ პარტნიორებთან, მათ შორის ჩემ გუშინდელ თანამოსაუბრესთან, შეერთებული შტატების პრეზიდენტთან ბატონ ბაიდენთან“, - განაცხადა პუტინმა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მოცოტაკისთან ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე. 

აღნიშნული შეკითხვა პუტინს ბაიდენთან გუშინ გამართული ვიდეოშეხვედრის შესახებ დაუსვეს.

„ვისაუბრეთ უკრაინის სამხერთ-აღმოსავლეთით შექმნილ ვითარებაზე და ამ სიტუაციასთან დაკავშირებულ ჩვენთვის მტკივნეულ თემაზე - აღმოსავლეთით ნატო-ს გაფართოვებაზე,  მათ შორის უკრაინის ხარჯზე“, - განაცხადა პუტინმა.

 „ეს ერთ-ერთი საკვანძო საკითხია რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ახლო და შორეულ სტრატეგიულ პერსპექტივაში. ჩვენ ამის შესახებ მუდმივად ვსაუბრობთ საჯაროდ, ვაფრთხილებთ ჩვენს პარტნიორებს, რომ ეს ჩვენთვის მიუღებელია“, - განაცხადა პუტინმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე