Pfizer-ი აცხადებს, რომ მისი ვაქცინის სამი დოზა „ომიკრონის“ შტამის წინააღმდეგ ეფექტიანია

საქართველო, თბილისი - 19:16 | 08.12.2021
ნანახია: 306

კომპანიია Pfizer-მა განაცხადა, რომ მისი ვაქცინის სამი დოზა COVID-19-ის ახალ შტამს - „ომიკრონს“ ანეიტრალებს. ამის შესახებ კომპანიის ინფორმაციაშია ნათქვამი.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ლაბორატორიული კვლევის შედეგად,  მესამე დოზის შედეგ  „ომიკრონი“ განეიტრალდა იმ დონემდე, როგორც ორი დოზის მიღების შემდეგ კორონავირუსის წინა ვარიანტები ნეიტრალდებოდა.

ამასთან, აღნიშნულია, რომ Pfizer-ის ორი დოზა, შესაძლოა, არ იყოს საკმარისი „ომიკრონისგან“ დასაცავად.

ამასთან, Pfizer-ი დაBioNTech-ი აცხადებენ, რომ მუშაობენ ომიკრონის შტამის საწინააღმდეგო სპეციალურ ვაქცინაზე, რომელიც სავარაუდოდ, ხელმისაწვდომი 2022 წლის მარტისთვის იქნება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე