Forbes-მა 2021 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალი დაასახელა

საქართველო, თბილისი - 20:30 | 07.12.2021
ნანახია: 829

გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემა Forbes-მა 2021 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალის რეიტინგი გამოაქვეყნა.

Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის ყოფილი ცოლი, მილიარდერი, მწერალი მაკენზი სკოტი 2021 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალის რეიტინგში პირველ ადგილზეა.

რეიტინგის პირველ სამეულში ასევე შედიან შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი.

გასულ წელს, Forbes-მა წლის ყველაზე გავლენიან ქალად გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი დაასახელა. ის ზედიზედ ათი წლის განმავლობაში ლიდერობდა მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალების რეიტინგს. წლევანდელ რეიტინგში გამოცემამ, თანამდებობის დატოვების გამო, ანგელა მერკელი არ გაითვალისწინა.

2021 წლის ყველაზე გავლენიანი ქალების სიის ათეული:

მაკენზი სკოტი - მწერალი, მილიარდერი;

კამალა ჰარისი - აშშ-ის არჩეული ვიცე-პრეზიდენტი

კრისტინ ლაგარდი - ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი;

მერი ბარა - General Motors-ის გენერალური დირექტორი;

მელინდა გეიტსი - ქველმოქმედი, ბილ და მელინდა გეიტსების ფონდის თანათავმჯდომარე;

ებიგეილ ჯონსონი - Fidelity Investments-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი;

ანა ბატრისია ბოტინი - Stander Group-ის ხელმძღვანელი;

ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკომისიის პრეზიდენტი;

ცაი ინ ვენი - ტაივანის პრეზიდენტი;

ჯული სვიტი - Accenture-ს გენერალური დირექტორი.

რეიტინგი სრულად იხილეთ ბმულზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე