ბრიტანეთის არმიამ აამოქმედა ახალი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა რუსული სუ-57-ის მოსაგერიებლად

საქართველო, თბილისი - 17:03 | 07.12.2021
ნანახია: 513

ბრიტანთის არმიამ შეიარაღებაში მიიღო რაკეტსაწინააღმდეგო ახალი სისტემა Sky Sabre იმ საფრთხის მოსაგერიებლად, რომელიც რუსული ავიაგამანადგურებლებისგან მომდინარეობს. ინფორმაციას გაზეთი Times დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, ანტისაჰაერო თავდაცვის ახალმა სისტემამ შეცვალა Rapier-ის ტიპის რაკეტები, რომლებიც გამოიყენებოდა 1970-იან წლებში. ახალ რაკეტებს შეუძლია ბგერის სიჩარით მოძრავი ჩოგბურთის ბურთის ზომის სამიზნის განადგურება. უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ სისტემა  Sky Sabre-ის შეუძლია ერთდროულად მართოს 24 რაკეტა, რომლებიც ანადგურებენ მოიერიშეებს, დრონებსა და ლაზერული მართვის ჭკვიან ბომბებს.

როგორც გამოცემის წყაროები აღნიშნავენ, უწყების განზრახვაა აამოქმედოს რაკეტსაწინააღმდეგო თავდცვის ახალი სისტემა რუსული უხილავი გამანადგურებლებისგან მომდინარე საფრთხეების მოსაგერიებლად, ისეთის, როგორიცაა სუ-57, რომელსაც ნატო-მ  კოდური სახელი Felon-ი მიანიჭა.

 „წამყვანმა ტექნოლოგიამ მნიშვნელოვნად აამაღლა ჩვენი ჯარების თავდაცვა ჰაერიდან. უახლესი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა წარმოადგენს ჩვენი საბრძოლო შესაძლებლობების მკაფიო დემონსტრირებას მათთვის, ვისაც სურს ჩვენთვის ზიანის მოყენება“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ჯერემი კუინმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე