ტრამპი, პრეზიდენტობის პერიოდის შესახებ მემუარებს წერს

საქართველო, თბილისი - 15:13 | 07.12.2021
ნანახია: 311

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადბეს, რომ თავისი პრეზიდენტობის პერიოდის შესახებ მემუარებს წერს.

 „მე ვწერ მემუარებს. ნახავთ, რიმ ეს ძლიან კარგი რამ არის“, - განაცხადა ტრამპმა ტელერახ Newsmax-თან ინტერვიუში. მისი თქმით, წიგნმა უკვე გამოიწვია უამრავი გამომცემლის ინტერესი. ჯერერობით, წიგნის გამოსვლის ზუსტი თარიღი უცნობია.

2019 წელს გაეროში აშშ-ის ყოფილმა მუდმივმა წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ გამოსცა მემუარები, რომელშიც ის ყვებოდა, რომ თეთრი სახლის ორი ყოფილი თანამშრომელი ტრამპის წინააღმდეგ მოქმედებდა. ექს-სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა ჰეილის უთხრა, რომ ყოფილი პრეზიდენტის ქმედებების შედეგად, შესაძლოა, დაღუპულიყვნენ ადამიანები, ეს ქმედებები სხვებს რომ არ გაეკონტროლებინათ.

ტრამპი ქვეყნის პრეზიდენტი 2017-2021 წლებში იყო. მან მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ათზე მეტი წიგნი გამოსცა. მათგან ყველაზე პოპულარული გახდა „გარიგებების დადების ხელოვნება“, „როგორ გავხდეთ მდიდარი“ და „იფიქრე, როგორც მილიარდერმა. ყველაფერი, რაც უნდა იცოდე წარმატებაზე, უძრავ ქონებასა და საერთოდ ცხოვრებაზე“.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე