უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში აშშ საპასუხო ზომებისთვის ემზადება

საქართველო, თბილისი - 14:34 | 07.12.2021
ნანახია: 382

შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, შესაძლოა, რუსეთს დაუწესოს მკაცრი ეკონომიკური სანქციები და ევროპაში უფრ მეტი სამხედრო განალაგოს. ამის შესახებ ამერიკის ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს ბრიფინგზე განუცხადა. იუწყება სააგენტო AFP.

აშშ პირდაპირ სამხედრო პასუხს არ განიხილავს. უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში,  შეერთებული შტატები მიმართავს სხვადასხვა მეთოდს: უკრაინის არმიის დახმარებას, მკაცრ ეკონომიკურ სანქციებსა და ნატო-ს მოკავშირეებისთვის დახმარებისა და რესურსების მნიშვნელოვან გაზრდას.

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელს არ დაუზისტებია რა სანქციებზე შეიძლება იყოს საუბარი. სააგენტო Reuters-ის წყარო ამტკიცებს, რომ განიხილება სანქციები რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის გარემოცვის წინააღდეგაც.

CNN-ის ინფორმაციით, კი ასევე საუბარია საერთაშორისო საგადასახადო სისტემა SWIFT-დან რუსეთის გარიცხვაზეც.

შეგახსენებთ, უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა გამოცემა Military Times-ს განუცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან 92 ათასზე მეტი სამხედრო განათავსა და იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში უკრაინაზე თავდასხმისთვის ემზადება.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე