რუსეთისა და აშშ-ის ორმხრივ ურთიერთობებში ავგიას დიდი თავლები გვაქვს - პესკოვი

საქართველო, თბილისი - 22:32 | 06.12.2021
ნანახია: 352

რუსეთისა და შეერთებული შტატების ორმხრივ ურთიერთობებში ბევრი საკითხი დაგროვდა და ამ ავგიას თავლების გაწმენდა მოლაპარაკებების რამდენიმე საათში, საეჭვოა. განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა რუსეთის პირველ არხთან ინტერვიუში.

 „ძალიან რთულია მოლაპარაკებებისგან გარღვევის მოლოდინი. ჩვენ ისეთი უზამაზარი ავგიას თავლები გვაქვს ჩვენ ორმხრივ ურთიერთობებში, რომ მათი გაწმენდა რამდენიმესაათიანი საუბრის განმავლობაში, საეჭვოა“, -  განაცხადა პესკოვმა ბაიდენისა და პუტინის ხვალინდელი მოლაპარაკებების შესახებ კომენტირებისას.  

 „მნიშვნელოვანია, რომ არ დავექვემდებაროთ ეგზალტირებულ, ემოციურ მოლოდინებს, ორი სახელმწიფოს მეთაური საუბრობს. უპირველეად, მათ აქვთ სასაუბრო შეთანხმების რეალიზაციის გეგმაზე, რომელიც ჟენევაში სამიტის დროს იქნა მიღწეული, სამუშაოები მიდის“ - განაცხადა პესკოვმა.

 „იმის მიუხედავად, რომ ორმხრივი ურთიერთობები კვლავ ძალიან სამწუხარო მდგომარეობაშია, მაინც არის გამოცოცხლება,  რაღაც მიმართულებით მაინც დაიწყება დიალოგი“, - ამბობს პესკოვი და აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით ეს დიალოგი ვერ მივა უნისონამდე, თუმცა ასეთი ურთიერთობები ყოველთვის კარგია.

 აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 7 დეკემბერს ვირტუალურ შეხვედრას გამართავენ. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინა იქნება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე