გვესმის აგრესიული და მტრული რიტორიკა ევროპიდან და ვაშინგტონიდან. ამიტომ რუსეთის უსაფრთხოების გარანტიებზე საუბარი უნდა დაიწყოს - პესკოვი

საქართველო, თბილისი - 20:39 | 06.12.2021
ნანახია: 341

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ დასავლეთის ბრალდებების ფონზე უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია ვლადიმირ პუტინის მიერ ნახსენები უსაფრთხოების  გარანტიების თაობაზე საუბარი დაიწყოს.

ცოტა ხნის წინ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს არ სჭირდება კონფლიქტები დასავლეთ საზღვრებთან. მაგრამ აუცილებელია უსაფრთხოების სერიოზული და გრძელვადიანი გარანტიები.

„არსებობს გარკვეული კრიზისული სიტუაცია უკრაინასთან დაკავშირებით. ჩვენ გვესმის აგრესიული და მტრული რიტორიკა რუსეთის მიმართ ევროპის ქვეყნების დედაქალაქებიდან და ვაშინგტონიდან. ჩვენ ვხედავთ აშკარა მიზანმიმართულ ცილისწამებებს დასავლურ, ანგლოსაქსურ მედიაში, სადაც იბეჭდება სხვადასხვა გეგმები იმის შესახებ, რომ თითქოს რუსეთი უკრაინაში შეჭრას აპირებს“, - განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, ამიტომ აუცილებელია რუსეთის უსაფრთხოების გარანტიებზე საუბარი დაიწყოს.

„პრეზიდენტ პუტინს აქვს აბსოლუტურად მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია. მან თქვა, რომ აუცილებელია გარანტიების სისტემის შესახებ მოლაპრაკებები. გარანტიები, რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს ცალმხრივი“, - აღნიშნა პესკოვმა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე