ნიუ იორკში კერძო კომპანიების თანამშრომლებისათვის ვაქცინაცია სავალდებულო ხდება

საქართველო, თბილისი - 19:14 | 06.12.2021
ნანახია: 308

ნიუ იორკის მერმა ბილ დე ბლაზიომ განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი შტამის „ომიკრონოს“ გავრცელების ფონზე კერძო სექტორის დამსაქმებლებმა თანამშრომლებს ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა მოსთხოვონ.

ამის შესახებ დე ბლაზიომ ტელეარხ  MSNBC-ის ეთერში ისაუბრა.

მერის თქმით, ეს ღონისძიება „პრევენციული დარტყმა“ იქნება. ახალი წესი ძალაში 27 დეკემბერს შევა.

ცოტა ხნის წინ დე ბლაზიომ განაცხადა, რომ ნიუ იორკში კორონავირუსის ახალი შტამის „ომიკრონის“ პირველი შემთხვევები გამოვლინდა.  

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე