სააკაშვილმა შვიდჯერ იცხო ზეთი, ამბობენ, რომ დავიწყებული ცოდვებიც მიეტევება - მეუფე ნიკოლოზი

საქართველო, თბილისი - 16:26 | 05.12.2021
ნანახია: 364

ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

ჰოსპიტლიდან გამოსვლის შემდეგ სასულიერო პირმა თქვა, რომ ექსპრეზიდენთან მისი თხოვნის საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჩავიდა და 7-გზის ზეთისცხების საიდუმლო აღავლინა.

"ეს არის ლოცვები, ხმამაღლა კითხვის პირობებში მის წასაკითხად 2 საათი მჭირდება. 2 საათი ესწრებოდა ამ ლოცვებს და ვაცხე ზეთი. ამბობენ, რომ ამ რიტუალით ადამიანს დავიწყებული ცოდვებიც მიეტევება.

ღრმად მწამს, რომ ეს მის ჯანმრთელობაზე დადებითად იმოქმედებს. ბევრი ექიმისგნ გამიგია, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პაციენტი არ არის კონტაქტური ან ექიმი არ არის მორწმუნე, როცა ეს ლოცვები სრულდებოდა რეანიმაციაში, ყოველთვის იყო შედეგი.

უფრო და უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ მიხეილ სააკაშვილი არის მართლმადიდებელი ქრისტიანი. აღსარება თქვა, ეზიარა და დღეს 7-ჯერ იცხო ზეთი. ახალი აღთქმის 7 საიდუმლოდან 6 მიღებული აქვს". - თქვა მიტროპოლიტმა.

მეუფე ნიკოლოზს ჟურნალისტებმა ასევე ჰკითხეს საპატრიარქოს კრიტიკის შესახებაც, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან მიტროპოლიტის წინა ვიზიტებს მოჰყვა.

"მე გავაკეთე საქმე, შვიდჯერ ვაცხე ზეთი, ყოველგვარი კომენტარების გარეშე...კრიტიკას ვუპასუხე, რომ მოვედი, ვაცხე ზეთი და კომენტარს არ ვაკეთებ,"- თქვა მეუფე ნიკოლოზმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე