ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 14:11 | 05.12.2021
ნანახია: 291

სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა ინდონეზიაში კუნძულ იავაზე, ვულკან სემერუს ამოფრქვევის შედეგად.

BBC-ის ინფორმაციით, დაშავდა 57 ადამიანი. უმეტესობას სერიოზული დამწვრობები აღენიშნება.

ათეულობით სოფელი ვულკანური ფერფლით დაიფარა, ფერფლის კონცენტრაცია იმდენად ძლიერია, რომ ზოგიერთ რაიონში მტვერმა სრულად დაბლოკა მზის სხივები და ქუჩები დააბნელა.

ბოლო მონაცემებით, ევაკუირებულია 900-მდე ადამიანი, საშიშ ზონაში 11 სოფელია დარჩენილი.

სამაშველო სამუშაოებს ართულებს კვამლი, ელექტროენერეგიის გათიშვა და ტროპიული წვიმა, რომელმაც ფერფლი ტალახად აქცია.

ვულკანი სემერუ მიმდინრე წლის იანვარშიც ამოიფრქვა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე