ინდოეთში სამხედრებმა სპეცოპერაციის დროს შეცდომით სამოქალაქო პირები დახოცეს

საქართველო, თბილისი - 13:19 | 05.12.2021
ნანახია: 315

14 ადამიანი, მათ შორის 13 სამოქალაქო პირი დაიღუპა ინდოეთში არმიის სპეცოპერაციის დროს. ინციდენტი ნაგალენდის შტატში მოხდა.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, სამხედროები აკძრალული ნაცინოალ-სოციალისტური საბჭოს წვრებს ჩაუსაფრდნენ, მაგრამ შეცდომით ცეცხლი გაუხსნეს ადგილობრივ მუშებს, რომლებიც ქვანახშირის მაღაროდან სახლში ბრუნდებოდნენ.

ინდური მედიის ინფორმაციით, სამოქალაქო პირები მოძრაობდნენ ძებნილების კუთვნილი ავტომობილის ანალოგიური ტიპის ტრანსპორტით. სროლის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი. ვიდრე არმიის წარმომადგენლები პოლიციის მისვლას ელოდებოდნენ, ადგილობრიები მათ თავს დაესხნენ. შეტაკების შედეგად დაიღუპა ერთი ჯარისკაცი. სამხედროების მხრიდან სროლის შედეგად დაიღუპა კიდევ შვიდი სამოქალაქო პირი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე