Bild-ი უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის სქემას აქვეყნებს

საქართველო, თბილისი - 12:24 | 05.12.2021
ნანახია: 449

გერმანული გამოცემა Bild-ი აქვეყნებს გეგმას და რუკას უკრაინაზე რუსეთის მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ.

გამოცემის ინფორმაციით, მისთვის ცნობილი გახდა, უკრაინის ტერიტორიაზე მოსკოვის შეჭრის სამხედრო გეგმის შესახებ. გამოცემის ცნობით, რუსული სამხედრო ოპერაცია სამი ფაზისგან შედგება, ბოლო ფაზა მოიცავს კიევზე იერიშს ჩრდილოეთის მხრიდან.

გამოცემის ინფორმაციით, თავდასხმა იანვრის ბოლოსა და თებერვლის დასაწყისში იგეგმება. Bild-ის ერთ-ერთი წყაროს თქმით, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრება, მოსკოვის წინააღმდეგ სანქციები მაინც ამოქმედდება. სქემის მიხედვით თავდასხმა ბელარუსის მხრიდანაც განხორციელდება.

ამის გარდა, Bild-ი იუწყება, რომ რუსული ჯარები უკრაინის ტერიტორიის ორი მესამედის დაკავებას გეგმავენ.

ცოტა ხნის წინ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, კარენ დონფრიდმა განაცხადა, რომ ვაშინგტონში ღმა შეშფოთებას გამოთქვამენ უკრაინის საზღვრებთან რუსული ჯარის გაადგილების გამო.

მისი თქმით, აშშ განიხილავს სხვადასხვა ვარიანტს, მათ შორის უფრო მკაცრი ეკონომიკური სანქციების გატარებას რუსეთის წინააღმდეგ.

ამასთან, შეგახსენებთ, უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა გამოცემა Military Times-ს განუცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან 92 ათასზე მეტი სამხედრო განათავსა და იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში უკრაინაზე თავდასხმისთვის ემზადება.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე