ბაიდენი და პუტინი ვირტუალურ შეხვედრას 7 დეკემბერს გამართავენ

საქართველო, თბილისი - 11:21 | 05.12.2021
ნანახია: 308

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 7 დეკემბერს ვირტუალურ შეხვედრას გამართავენ. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინა იქნება.

თეთრი სახლის პრეს-სამსახურის თანახმად, ბაიდენი კიდევ ერთხელ დააფიქსირებს აშშ-ს შეშფოთებას უკრაინის საზღვარებთან რუსეთის სამხედრო ძალების გადაადგილბესათან დაკავშირებით დ უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას განმეორებით აღნიშნავს. აგრეთვე ისაუბროს სტრატეგიული სტაბილურობის, კიბერ და რეგიონული თემების შესახებ.

ცოტა ხნის წინ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, კარენ დონფრიდმა განაცხადა, რომ ვაშინგტონში ღმა შეშფოთებას გამოთქვამენ უკრაინის საზღვრებთან რუსული ჯარის გაადგილების გამო.

მისი თქმით, აშშ განიხილავს სხვადასხვა ვარიანტს, მათ შორის უფრო მკაცრი ეკონომიკური სანქციების გატარებას რუსეთის წინააღმდეგ.

ამასთან, შეგახსენებთ, უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა გამოცემა Military Times-ს განუცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან 92 ათასზე მეტი სამხედრო განათავსა და იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში უკრაინაზე თავდასხმისთვის ემზადება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე