საფრანგეთს ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ჰყავს

საქართველო, თბილისი - 10:32 | 12.02.2016
ნანახია: 1784

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჟან-მარკ ეირო საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა.

მანამდე ამ თანამდებობას ლორან ფაბიუსი იკავებდა, რომელიც ცოტა ხნის წინ პოსტიდან გადადგა.

ჟან-მარკ ეირო საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2012-2014 წლებში იკავებდა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე